შესვლა | რეგისტრაცია
ჩვენ გთავაზობთ ყველაზე დაბალ საპორტო მომსახურების ტარიფებს.

როდესაც აგზავნით ავტომობილს აშშ-დან ან ევროპიდან, მიუთითეთ შემდეგი მონაცემები Consignee-ს გრაფაში:

Black Sea Cargo, LLC
12 Ingorokva st.
Tbilisi, 0108 Georgia

Phone: +995 32 298-5005

ავტოიმპორტიორებს და დილერებს ვთავაზობთ ხელსაყრელ პირობებს.

დაგვიკავშირდით »

ავტოიმპორტი აშშ-დან
სატრანსპორტო კომპანია "Black Sea Cargo" გთავაზობთ აშშ-დან ავტომობილების ტრანსპორტირების სრულ პაკეტს. ჩვენ დაგეხმარებით მანქანის ჩამოყვანაში მინიმალური სატრანსპორტო ხარჯით და მის დაზღვევაში მინიმალური ტარიფით.

 

აუქციონებზე ავტომობილის შეძენა

 

სახმელეთო გადაზიდვა აშშ-ში

ჩვენ გთავაზობთ სახმელეთო გადაზიდვის მინიმალურ ტარიფებს:

გადაზიდვის ღირებულება Copart-ის აუქციონებიდან

გადაზიდვის ღირებულება IAAI-ის აუქციონებიდან

გადაზიდვის ღირებულება Verastar და QCSA აუქციონებიდან

გადაზიდვის ღირებულება Manheim-ის აუქციონებიდან

 

დაგვიკავშირდით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

 

საზღვაო გადაზიდვა

New Jersey, USA - Poti/Batumi ერთი მანქანის გადაზიდვის ღირებულება:

MSC Maersk CMA CGM ZIM
3 მანქანიან კონტეინერში $975 $950 $950 $850
4 მანქანიან კონტეინერში $775 $750 $750 $700

 

იაპონიიდან (Yokohama, Nagoya, Osaka, Kobe) - საქართველოში კონტეინერის გადაზიდვის ღირებულება:

$4400 - 40'HC კონტეინერი.

 

დაგვიკავშირდით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

 

დაზღვევა

მანქანის დაზღვევა აუცილებელია, რადგანაც გზაში დაზიანების ფაქტები ხშირია. იგულისხმება როგორც სერიოზული, ასევე უმნიშვნელო დაზიანებაც. სტატისტიკის მიხედვით ასეთი დაზიანებები თითქმის ყველა ჩამოსულ კონტეინერშია, ამიტომ იაფი დაზღვევა არის ერთადერთი საშუალება, რომელიც შეგიმცირებთ შემდგომი რემონტის ხარჯებს.

რას ვგულისხმობთ იაფ დაზღვევაში?

იმისათვის, რომ დააზღვიოთ $10,000-ის ღირებულების მანქანის ჩამოყვანა აშშ-დან რომელიმე ამერიკულ სადაზღვევო კომპანიაში, თქვენ უნდა გადაიხადოთ სადაზღვევო პრემია (დაზღვევის საფასური) $100-ის ოდენობით. ამასთან, თუ დადგება სადაზღვევო შემთხვევა, ანუ თქვენი მანქანა დაზიანდება, ამერიკული სადაზღვევო კომპანია აგინაზღაურებთ მხოლოდ იმ ხარჯებს, რომელიც აღემატება $500-ს (ძვირადღირებულ მანქანებზე კი - $1000-ს). დაგვეთანხმებით, ასეთი ტარიფები არარეალურია ჩვენს პირობებში და ნებისმიერი იმპორტიორი ამჯობინებს თავად გასწიოს შესაძლო რემონტის ხარჯები.

რას გთავაზობთ ჩვენ?

$10,000-ის ღირებულების ავტომობილის დაზღვევას თქვენ შესძლებთ $28-ად. ამასთან, დაზღვევა მოქმედებს არამარტო საზღვაო გადაზიდვისას, არამედ კონტეინერში დატვირთვა/გადმოტვირთვისა და ასევე, თუ თქვენ ამის სურვილი გექნებათ, მანქანის საწყისი პუნქტიდან საბოლოო დანიშნულების წერტილამდე (მაგალითად ტეხასის ან იაპონიის რომელიმე ქალაქიდან - თბილისამდე) ტრანსპორტირების მთელ პერიოდში. ყველაფერი ეს 28 დოლარად.

თუ დადგება სადაზღვევო შემთხვევა, არაანაზღაურებადი მინიმუმი $500-ის ნაცვლად შეადგენს 100 დოლარს.

დაგვიკავშირდით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

მთავარი | კონტეინერების ძებნა | ავტოიმპორტი | ტვირთების ბირჟა | გადაზიდვის ტარიფები | დაგვიკავშირდით
Copyright © 2010-2013 CARGO.GE - ყველა უფლება დაცულია